თეთრეულის ცნობილი ბრენდი Agent Provocateur ახალ კოლექციას გვთავაზობს. ის, ცნობილია არა მარტო პროდუქციის ხარისხითა და ორიგინალურობით არამედ, საინტერესო სარეკლამო ვიდეორგოლებით, რომელიც ყოველთვის ამძაფრებს სურვილს აღმოჩნდე ეკრანს მიღმა.
ახალი მოკლემეტრაჟიანი რეკლამის სიუჟეტი გოგონას ირგვლივ ვითარდება, რომელიც ქუჩის მძარცველს მისდევს. რეკლამა გადაღებულია კინემატოგრაფიული ხერხებით, რაც Agent Provocateur-ის სარეკლამო კამპანიას ყოველთვის ახასიათებს. ისინი რეკლამებს ჟანრების მიხედვით იღებენ და თუ მათ ქრონიკას გადავავლებთ თვალს ვნახავთ, ეროტიული, მძაფრსიუჟეტიანი, მისტიური და სხვა ჟანრის თეთრეულის რეკლამებს. ეს ცოტაოდენ უცნაურად ჟღერს, თუმცა ბრენდი ყოველთვის ახერხებს მომხმარებელს თავის სასიამოვნოდ დაამახსოვროს, რაც მათი პროდუქტის გაყიდვის, ერთ-ერთი, გარანტია ხდება.