Associated Press-ის ინფორმაციით, ქურთების შრომის პარტიის წარმომადგენლებმა ქალაქ ტუნსელში თურქი დეპუტატი გაიტაცეს.
თურქეთის რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი ჰუსეინ აიგუნი 12 აგვისტოს ტუნსელში მაგისტრალიდან გაიტაცეს. დეპუტატთან ერთად მანქანაში მისი მრჩეველი და ჟურნალისტი იჯდნენ, რომლებიც ქურთებმა გაუშვეს.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პოლიცია და სამხედრო დანაყოფები დეპუტატს ამ დრომდე ეძებენ.
მრჩევლის დენიზ ტუნკის განცხადებით, ნახევარსაათიანი კამათის შემდეგ, დეპუტატმა ქურთები დაარწმუნა, რომ მრჩეველი და ჟურნალისტი გაეშვათ.
გატაცება მას შემდეგ მოხდა,რაც თურქეთის სამხედრო ჯარებმა 100-ზე მეტი აჯანყებული ქურთი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით გაანადგურეს.