პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის თავმჯდომარემ მოსახლეობას „თავისუფალი საქართველოს“ პროგრამა გააცნო და მათი შეხედულებები და პრობლემები მოისმინა.
კახელებისთვის ყველაზე საინტერესო რუსულ გაზარზე ქართული პროდქუციის დაბრუნების პერსპექტივები და ამ კუთხით პარტიის მიერ გაწეული სამუშაო აღმოჩნდა.
კუკავამ, კახეთის რეგიონის პრობლემებთან ერთად, ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაზეც ისაუბრა.
„სანამ საქართველოს ხელისუფლებაში ვანშინგტონიდან კონტროლირებადი ძალები იქნებიან, მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივები არ არსებობს“, - განაცხადა მან.