ჯგუფმა No Doubt ახალ ალბომში შემავალი კომპოზიციების სია გამოაქვეყნა. ალბომის სახელწოდებაა Push and Shove, ის 11 კომპოზიციისგანა შედგება და ჯგუფის პირველი ნამუშევარია ბოლო 11 წლის განმავლობაში.
კომპოზიცია „Settle Down“ არის ალბომში შემავალი პირველი სინგლი. ეს ტრეკი მსმენელს ჯგუფმა 2012 წლის ივლისის შუა რიცხვებში წარუდგინა. მასზე უკვე გადაღებულია ვიდეოკლიპი, რომლის რეჟისორი სოფი მიულერი გახდა.
ალბომში შემავალი კომპოზიციების სია შემდეგნაირად გამოიყურება: „Settle Down", „Looking Hot", „One More Summer", „Push And Shove", „Easy",„Gravity",„Undercover", „Undone", „Sparkle", „Heaven",„Dreaming The Same Dream"
ალბომი - Push and Shove, არის ჯგუდის მეექვსე სტუდიური ნამუშევარი. ის გაყიდვაში 2012 წლის 25 სექტემბრიდან გამოვა. No Doubt-ის ბოლო ალბომი „Rock Steady“ 2001 წელს გამოვიდა
2004 წლიდან 2008 წლამდე ჯგუფს ახალი არაფერი არ შეუქმნია. სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა მისმა ვოკალისტმა გვენ სტეფანიმ მუსიკალური მოღვაწეობის ცალკე გაგრძელება.
2008 წელს ჯგუფის წევრები კვლავ შეერთდნენ და ახალი ალბომის გამოშვება განიზრახეს. სამწუხაროდ ეს იდეა ვერ განახორციელეს, რადგან გვენ სტეფანი საკუთარი პროექტებით იყო დაკავებული.