ვენესუელის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის მარია მაჩადოს განცხადებით უგო ჩავესი ამერიკის წინააღმდეგ ომისთვის სპეციალურ დანაყოფებს ამზადებს.
გამოცემა El Universal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მაჩადომ ხელისუფლების საიდუმლო გეგმის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ამ გეგმის გარკვეული ელემნეტები კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან, რაც ქვეყნის მოსახლეობისთვის საშიშროებას შეიცავს. მაჩადოს აზრით, ეს არის სამხედრო დოქტრინა, რომელიც მაო ძედუნის დოქტრინასთანაა ახლოს. ამ დიქტრინის არსი მდებარეობახ იმაში, რომ სამხედრო დანაყოფებს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე უშვებენ და იწყება პარტიზანული ომი.
„მინდა გავაფრთხილო ვენესუელის სამხედრო სარდლობა და ხელისუფლება, რომ ეს საიდუმლო დოკუმენტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მოქალაქეებიდან კი ჩვენ ყველა ჯარისკაცებად გადავიქცევით“,-აცხადებს მარია მაჩადო.