სააქციო საზოგადოება „პირიმზეს“ მფლობელმა, ლაურა ღაჭავამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ამ შინაარსის წერილით ღაჭავამ დღეს საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
განცხადებაში წერია, რომ მას სამკერვალო ქარხანა და სააქციო საზოგადოება „პირიმზეს“ ქონება საერთოდ არ გააჩნია. განმცხადებლები იმასაც ამბობენ, რომ ისინი იმ საპროცესო ხარჯებსაც კი ვერ დაფარავენ, რომელიც შესაძლოა სასამართლომ დააკისროს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით პირი იმ შემთხვევაში გამოცხადდება გაკოტრებულად, თუ კი ერთი თვის განმავლობაში კრედიტორის მოვალე, ამ შემთხევაში ლაურა ღაჭავას ბიზნეს ჯგუფს უჩივლებს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 3 დღის წინ ღაჭავამ საკმაოდ ამბიციური პროექტი დააანონსა და განაცხადა, რომ საქსოვი მანქანების შეძენასა და ქართულ ბაზარზე ყველა სახის ტანსაცმლის გატანას აპირებდა.
ცნობისთვის, ლაურა ღაჭავას ბიზბნეს ჯგუფი „ქართუ ბანკის“ ერთ ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნეს-კრედიტორია.