11 აგვიტოს ღამეს ირანის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მომხდარმა მიწისძვრამ საუბედუროდ 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 2 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა. დანგრეულია 110 სოფელი.
„დემოკრატიული მოძრაობა“ უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, თანაგრძნობასა და თანადგომას უცხადებს ირანელ ხალხს, უსურვებს გამძლეობას და იმედს გამოთქვამს მსხვერპლის რაოდენობა აღარ გაიზრდება და, რომ მაშველების ძალისხმევით უმოკლეს ვადებში მოხერხდება დაზარალებული ადამიანებისათვის დახმარების აღმოჩენა.