"ნაციონალური მოძრაობის" სპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განმარტებით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება აქვთ.
"თბილისის არჩეული მერი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირია და მას ამის უფლება აქვს. ასეთი თანამდებობის პირები ასევე არიან არჩევითი ორგანოს წარმომადგებნლები: პარლამენტის წევრები, საკრებულოს წევრები. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობა არც გამგებლებსა და გუბერნატორებს ეზღუდებათ", - აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მისივე განმარტებით, პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს საარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობა მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების მომენტში ეზღუდებათ.
"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის 10 კანდიდატი დღეს პარტიის ოფისში თბილისის მერმა გიგი უგულავამ და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ წარადგინეს.