ირლანდაში ბელფასტის, ერთ-ერთ, სასაფლაოზე უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა. სასაფლაოს მუშებმა, მიტოვებულ საფლავზე ამოსული ხე, რომელიც საფლავის ქვას ეფარებოდა მოჭრეს, გადაჭრილი ხის კუნძზე კი, მაცხოვრის სახე გამოისახა.
ეს ამბავი ელვის სისწრაფით მოედო ჩრდილოეთ ირლანდიას. აღნიშნულ საფლავზე სასწაულის სანახავად ყოველდღე ჩამოდიან ახლომახლო ქალაქის მცხოვრებლები. ბევრი ამ ფაქტს „სასწაულად“ აღიქვამს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ეს ღვთის მოვლენილი „მინიშნებაა“ და ცდილობენ ეს "მინიშნება" ზუსტად ამოიცნონ. სასაფლაოს მუშები სხვა აზრისანი არიან. ისინი ამბობენ, რომ გადაჭრილ ხეზე გამოსახული იესოს პორტრეტი მისი მოხერხვის დროს წარმოქმნილი ბენზინის კვალია.
სპეციალისტები ამ ფაქტს ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან, შესაბამისად, არ არსებობს, ოფიციალური ვერსია იმის შესახებ, თუ საიდან მოხვდა მაცხოვრის გამოსახულება მიტოვებული საფლავის ქვასთან ამოსულ ხეზე.