BBC-ის ინფორმაციით, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის მოსტაფ მოჰამედ-ნაჯარის განცხადებით, მიწისძვრით დაზარალებულებისთვის უკვე გაიხსნა საველე ჰოსპიტლები, მომზადდა დროებითი საცხოვრებელი ბანაკები და უკვე გაეგზავნათ პირველადი დახმარების საგნები და კვების პროდუქტები.
ირანში გლოვის დღეებია გამოცხადებული, დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
ტებრიზსა და ვარზეგანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაიღუპა 300-ზე მეტი ადამიანი, 2000-მდე ადამიანმა ტრავმა მიიღო, დაზიანდა 10 000 საცხოვრებელი სახლი, ძირითადად პროვინციების სოფლებში.