ინგლისის ქალაქ როისტონში 1 წლის ვუნდერკინდი, შერვინ სარაბი ცხოვრობს, რომელმაც ,წერა კითხვა დამოუკიდებლად 10 თვის ასაკში ისწავლა, დღეს კი „Apple“-ის ტექნიკას უჩვეულო სისწრაფით შლის და აწყობს. გარდა ამისა, 195 ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და მათი დროშები ზეპირად იცის.
ვუნდერკინდის დედა, 35 წლის ამანდა სარაბი ამბობს, რომ ბავშვი გონება გამუდმებულად მუშაობს და ღამე მოსვენებადაკარგული მშობლებს გრავიტაციისა და მექანიკის კანონებზე ესაუბრება.
ამ ფენომენით „Gifted Children's Information Centre“-ის წარმომადგენელი, დოქტორი პიტერ კონგტონიც გაოგნებულია და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიან ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია. დოქტორის აზრით მას მუსმივი კონტროლი სჭირდება, რათა შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალურად გახსნა და გამოყენება შეძლოს.
შერვინის მამა - 36 წლის დარუდა სარაბი ამბობს, რომ ბრიტანეთისა და შვეიცარიის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელმა ბავშვის უფასო სწავლა-განათლება შესთავაზა. თუმცა პატარას მშობლები ჯერჯერობით არ ჩქარობენ, რადგან არ უნდათ პატარა ვუნდერკინდს ბავშვობა წაართვან.