ადამიანის უფლებათა ცენტრი მედიამონიტორინგის შედეგების წარდგენას იწყებს. მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგები დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.
ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდში საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებიან სხვადასხვა ტელეარხებზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს: საზოგადოებრივი მაუწყებელი, "იმედი", "რუსთავი 2", "კავკასია", "მაესტრო" და "მე-9 არხი".
ცნობისთვის, პრესკონფერენციაზე 18 ივნისი - 29 ივლისის საანგარიშო პერიოდის შედეგები იქნება წარმოდგენილი.