ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრის კარლო კოპალიანის შეფასებით, ნაციონალური მოძრაობის წევრები მხოლოდ 5 მაჟორიტარ კანდიდატს გაიყვანენ.
„ნაციონალურ მოძრაობას ძალიან უყვარს ხუთიანი, ამ არჩევნებში ისინი 5 მანდატს აიღებენ და იცით რატომ? ბავშვიდან დაწყებული ღრმად მოხუცებულით დამთავრებული, მათი აღარავის სჯერა! ნაციონალები ეიფორიაში არიან და ფიქრობენ, რომ ფულით, დაშინებით და მოსყიდვით არჩევნებს მოიგებენ. თუმცა, არჩევნების შედეგი მათთვის გამანადგურებელი იქნება“, – განუცხადა from.ge–ს კოპალიანმა.
მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში ორი მესამედით ან მეტით მოვა.
ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებას იმის თაობაზე, რომ მაჟორიტარული ოლქების თითქმის უმრავლესობას მოიგებენ, კოპალიანმა ზღაპრები უწოდა.
„ეგ ზღაპრები ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საკუთარ ბებიებსა და ბაბუებს მოუყვნენ“, – აღნიშნა კარლო კოპალიანმა.