თბილისის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის 10 კანდიდატი დაასახელეს.
კერძოდ, ვაკის საარჩევნო ოლქში კენჭს გიორგი კარბელაშვილი იყრის, მთაწმინდაზე – არჩილ გეგენავა, კრწანისში – დავით საყვარელიძე, გლდანში – ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, ნაძალადევში – მერაბ სამადაშვილი, ჩუღურეთში – ანდრო ალავიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე, სამგორში - მიხეილ მაჭავარიანი, საბურთალოზე – ანდრია ურუშაძე და დიდუბეში - გიორგი ჩაჩანიძე.
კანდიდატების წარდგენა დღეს მმართველი პარტიის ოფისში მოხდა.