ირანში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა

ირანში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა

 

ირანში მომხდარი 6,4 და 6,3 მაგნიტუდის სიძლავრის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათასზე მეტი ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანიები ავრცელებენ.  ირანული მედია არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლისა და დაზარალებულთა რაოდენობა,  კიდევ გაიზარდოს. მათივე ცნობით, ათეულობით მოქალაქე ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ რჩება.

ქვეყნის ჩრდილოდასავლეთით სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ირანის გარდა საცხოვრებელი სახლები დატოვა აზერბაიჯანის აღმოსავლეთ პროვინციაში მცხოვრებმა ათასობით ადამიანმაც.

ირანის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა, რომელიც ქვეყანაში გუშინ მოხდა, 6,3 ბალს შეადგენდა. როგორც ადგილობრივი სეისმოლოგები ვარაუდობენ, რყევები შესაძლოა კიდევ განმეორდეს.

აღსანიშნავია, რომ ირანი დედამიწაზე სეისმურად აქტიური ზონების ათეულში შედის.ირანში მიწისძვრას 250 ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერი მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 400 კილომეტრში შაბათს საღამოს მოხდა. 1500-მდე დაშავებული სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. ნანგრევების ქვეშ ხალხს ამ დრომდე ეძებენ.

6 სოფელი მიწამ ჩაიტანა, 60 დასახლებული პუნქტი კი მთლიანად ნანგრევებად იქცა. მიწისძვრის სიძლიერე 6,4 მეათედ მაგნიტუდას არ აღემატებოდა.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, თუმცა აქ სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ირანის წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლის განცხადებით, 16 ათასი ადამიანი დროებით საცხოვრებელშია მოთავსებული.

მაშველები დილიდან ცდილობენ ნანგრევენში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას. ათასობით ადამიანმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები ქალაქების - ტებრიზისა და არდებილის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მიწისძვრის შედეგად დაზიანდა საკომუნიკაციო ბოძები, რის გამოც შეწყვეტილია კავშირი დაზარალებულ რეგიონებთან.