საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ათონის მხარეს ძლიერი ხანძრის ჩასაქრობად, სამხედრო არმია ჩაერთო.
სამინისტრომ უკვე გამოყო 5 თვითმფრინავი Bombardier CL-415 და 9 თვითმფრინავი Canadair CL-215 და ორი სამხედრო ვეტმფრენი CH-47 Chinook. ხანძრის ჩასაქრობაში 290 ჯარისკაცი და 20 სამხედრო მფრინავიც მონაწილეობს. ბერძნების დასახმარებლად 120 სერბი მეხანძრეც ჩავიდა, რომელბიც სერბეთის მონასტრის მიდამოებში ებრძვიან ცეცხლს. მობილიზებულია სამხედრო ნაწილის კიდევ ორი დანაყოფი.
მეხანძრეებმა ხანძრის შეკავება ჰილანდარის მონატრის კედლებთან მოახერხეს.
ათონზე ათასწლოვანი სამონასტრო კომპლექსია, მათ შორის არის ქართული ათონის მამათა მონასტერი, რომელიც იუნესკოს წიგნშია შეტანილი.