Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ორშაბათს გაეროს წარმოამდგენლები სირიაში გაეროსა და არაბული სახელმწიფოების ლიგის ახალ სპეციალურ წარმომადგენელს დაამტკიცებენ. საუბარი ჟერარ აროზეა.
„ამ პოსტზე ახალი კანდიდატის არჩევა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ეს კანდიდატი ორივე მხარეს-გაეროს და არაბეთის ლიგას უნდა აწყობდეს, პიროვნება კი ძალიან მამაცი ადამიანი უნდა იყოს, რათა დავალების შესრულება შეძლოს“,-განაცხადა საფრანგეთის ელჩმა გაეროში ჟან მარ დე ლა საბლერმა.
სირიაში გაეროსა და არაბული სახელმწიფოების ლიგის სპეციალური წარმომადგენელი კოფი ანანი პოსტს 31 აგვისტოს დატოვებს, რადგან მისმა სამშვიდობო გეგმამ ვერ გაამართლა და სირიაში მშვიდობის დამყარებას ვერ შეუწყო ხელი.
ჟერარ აროს გარდა კიდევ ერთი კანდიდატი განიხილება-ალჟირის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლახრად ბრაჰიმი.