მარტვილის რაიონში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ნაულ ჯანაშია იქნება. ჯანაშია ამ მოწვევის პარლამენტის წევრია და ნაციონალური მოძრაობა მას კვლავ მაჟორიტარად წარადგენს.
პარლამენტში მოხვედრამდე ჯანაშია რუსეთში საქმიანობდა. კერძოდ, იყო: ქ. შევჩენკოს სამთო სამრეწველო კომბინატის გამოთვლითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, მოსკოვის ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ნაულ ჯანაშიას „ქართული ოცნებიდან“ ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა დაუპირისპირდება.