კოალიცია "ქართული ოცნების" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე ე.წ. ზეემკას დასახლების მაცხოვრებლებთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს.
ზურაბ აბაშიძის შეხვედრა წინანდლის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობამ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს იმ პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც დასახლებაში წლების განმავლობაში არსებობს და მათი მოგვარება ვერ ხერხდება.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აბაშიძესთან საუბარში აღნიშნავს, წლების განმავლობაში ისინი მაჟორიტარობის კანდიდატებისგან ისმენდნენ დაპირებებს, თუმცა რეალურად არაფერი კეთდება.
„თუ კი სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი მე გავხდები, თქვენი საყოფაცხოვრებო საკითხები და დასახლებაში არსებული ვითარება რადიკალურად შეიცვლება უკეთესობისკენ“, - განაცხადა აბაშიძემ.
დღესვე ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე მოქალაქეებმა განაცხადეს, მათი მაჟორიტარი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" მიხეილ მაჭავარიანი ე.წ. ზეემკას დასახლებაში ფარულად მიდის და მხოლოდ 5-6 კაცს ხვდება, რომლებიც არიან მმართველი პარტიის კოორდინტორები.
არ შეიძლება ამომრჩევლები დაიყოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერებად და მიხეილ მაჭავარიანი ყველას უნდა შეხვდეს“, - განაცხადეს ადგილობრივებმა.
შეხვედრაზე კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მოსახლეობას საარჩევნო ბუკლეტები და მაისურები დაურიგეს.