სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული ადამიანების რეიტინგი(VIDEO)

სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული ადამიანების რეიტინგი(VIDEO)

Forbes -ის მიერ შედგენილ ცნობილ ადამიანთა რეიტინგში, რომელიც სოციალური ქსელებში პოპულარობის მიხედვით დალაგდა, პირველ ადგილზე 24 წლის ბარბადოსელი პოპ-შემსრულებელი რიანა გავიდა. მას Facebook-ზე 59,6 მილიონი მეგობარი ჰყავს, ხოლო 23,8 მილიონი Twitter-ში.

Forbes -ის სიაში მეორე ადგილი დაიკავა ლედი გაგამ 53 მილიონი მეგობრით  Facebook -ზე, ხოლო 28 მილიონი Twitter-ში. გაგა ახალი კომპოზიციების ჩანაწერებს, გასტროლების შთაბეჭდილებებსა და ფოტო-ვიდეო მასალას სოციალურ ქსელებზე აქტიურად ტვირთავს და ცდილობს სიახლეები თავის მსმენელებს პირველმა მიაწოდოს.

Forbes-ის რეიტინგის მესამე ადგილაზეა ამერიკელი რეპერი ემინები, რომელსაც Facebook-ზე 60,3 მილიონი მეგობარი ჰყავს, Twitter-ში კი 11,9.  რეპერი სოციალურ ქსელებში აქტიურად აკეთებს  თავისი ახალი ალბომის Shady Records რეკლამას.  

მეოთხე ადგილი რეიტინგში დაიკავა ჯასტინ ბიბერმა. 18 წლის მომღერალი აღარებს, რომ სწორედ ინტერნეტმა განაპირობა მისი ზღაპრული პოპულარობა და სიამოვნებით ურთიერთობს 45,8 მილიონ მეგობართან Facebook-ზე და 26 მილონ გულშემატკივართან Twitter-ში.

სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული ვარსკვლავების ხუთეულს კეტი პერი ხურავს 45,7 გულშემატკივრით Facebook-ზე  და 24,5 Twitter-ში. მომღერალი სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე და გულშემატკივართან ერთად განიხილავს ყოველდღიურ წვრილმან მოვლენებს. ჰყვება გადაღებებზე მომხდარ კურიოზებსა და საინტერესო ფაქტებს.

მეექვსე ადგილზეა კოლუმბიელი პოპ-შემსრულებელი შაკირა, რომელსაც ძალიან უყვარს სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება.  მას Facebook-ზე 52,6 მეგობარი ჰყავს,  Twitter-ში კი, 17,6.

Forbes-ის რეიტინგში მეშვიდე ადგილს კრიშტიანუ რონალდუ იკავებს, ის არის ერთადერთი ფიგურა რეიტინგში, რომელსაც მუსიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

მერვე ადგილზეა ტეილორ სვიფტი, მომღერალი ფანებს საყვარელი კატის ფოტოებსაც ხშირად უზიარებს. მას Facebook-ზე 33,6 მილიონი მეგობარი ყავს, ხოლო Twitter-ში 17 მილიონი გულშემატკივარი.

სიაში შევიდა რეპ-ინდუსტრიის კიდევ ერთი წარმოამადგენელი ლილ იუენი, 40 მილიონი მეგობრით Facebook-ზე , ხოლო 9,9 გულშემატკივრით Twitter-ში.
Forbes-ის რეიტინგის ათეულს 20 წლის  სელენა გომესი ხურავს, ის ცნობილია, როგორც   მსახიობი, მომღერალი და ჯასტინ ბიბერის შეყვარებული. სელენას Facebook-ზე 33 მილიონი მეგობარი ჰყავს, 12,3 ხოლო Twitter-ში 12,3 მილიონი.