ტუნისში ახალი რევოლუცია მზადდება?

ტუნისში ახალი რევოლუცია მზადდება?

Euronews-ის ინფორმაციით, ტუნისელმა დემონსტრანტებმა  სიდი-ბუზიდში პაუზა აიღეს  და შესვენება გამოაცხადეს. მას შემდეგ, რაც წუხელ გვიან ღამით დემონსტრანტებს პოლციასთან შეტაკება მოუვიდათ, დილიდან  ქალაქში სიჩუმეა.

სიდი-ბუზიდი ტუნისის ერთ-ერთი უღარიბესი ქალაქია. 2010 წლის დეკემბერში, რაც ხილის სავაჭრო დახლის გამყიდველმა სავაჭრო ლიცენზიის ვერ მიღების შედეგად,ქალაქის მერიასთან  თავი დაიწვა, ტუნისში „ჟასმინის რევოლუცია“ დაიწყო, რომელიც შემდეგ არაბეთის სხვა ქვეყნებსაც გადაედო.

ხელისუფლების საწინააღმდეგო დემონსტრაციებს სათავეში „რესპუბლიკური პარტია“ და „მუშათა პარტია“ უდგას.  მათი აზრით, ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური სიტუაცია დღითიდღე მძიმდება. პარტიების წარმომადგენლებმა მას შემდეგ არაერთხელ გამართეს აქცია, რაც ტუნისის ხელისუფლებაში ისლამისტური პარტია „ან-ნახდა“ მოვიდა.