პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოსო ჯაჭვლიანი გლდანი - ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
ჯაჭვლიანი მოსახლეობას პირადად გაესაუბრა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა. ჯაჭვლიანი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას კომუნალური გადასახადების შემცირებას და სოცალური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
„არ მეგონა, მართლა გლდანის რაიონში თუ ესეთი პრობელმები იყო. აქ უმეტესად სოციალური პრობლემებია. ამ რაიონში ძალიან ბევრი ქარხნები, ფაბრიკები იყო. ახლა აბსოლუტურად არაფერი არაა გაკეთებული. ეს ყველაფერი მხოლოდ ფასადურია“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა.