The New York Times-ის ინფორმაციით, მექსიკამ ამერიკას „ნარკოტიკების დედოფალი“ სანდრა ავილა ბელტრანი გადასცა.
ბელტრანი ერთადერთი ქალია, რომელსაც ნარკოტიკების კონტრაბანდას აბრალებენ.
2012 წლის 9 აგვისტოს სანდრა ბელტრანი ამერიკელმა სამართალდამცავმა ამერიკაში გადაიყვანეს, სადაც მას კოკაინის კონტრაბანდის ბრალდებით, ფლორიდის შტატში გაასამართლებენ.
ბელტრანი 2007 წელს ნარკოტიკების 9 ტონა კოკაინის კონტრაბანდისა და ფულის გათეთრებისთვის დააპატიმრეს, თუმცა სასამართლომ მისი ბრალის დადასტურება ვერ შეძლო. ბელტრანი ამ დრომდე ამერიკაში ექსტრადიციის წინააღმდეგ იბრძოდა.