გეების ბოისკაუთა რიგებში გაწევრიანების შესახებ, ბარკ ობამას პრესმდივანმა შინ ინოუეიმ Washington Blade-ში, ხოლო Associated Press -ში მით რომნის პრესმდივანმა ანდრეა სოლმა გააკეთეს.
მით რომნი ჯერ კიდევ 1994 წელს ამავე წინადადებით გამოდიოდა. ის მოითხოვდა, რომ ბოისკაუტთა რიგებში შესვლის უფლება ყველას ჰქონდა, განურჩევლად სექსუალური ორინეტაციისა. ანდრეა სოლის განცხადებით, მით რომნის 18 წლის შემდეგ პოზიცია არ შეუცვლია და ამ პროექტს ისევ უჭერს მხარს.
ბარაკ ობამას პრესმდივნის განცხადებით, თეთრი სახლის ლიდერი აბსოლუტურად იზიარებს იმ პოზიციას, რომ ბოისკაუტთა რიგებში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებიც უნდა გაწევრიანდნენ, თვითონ კი სიამოვნებით იქნებოდა ამ კლუბის საპატიო პრეზიდენტი.
ბოისკაუტთა რიგებში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიღების აკრძალვა 2012 წლის ივლისში დაამტკიცეს.