ლატვიაში რუსეთის საზოგადოების თავმჯდომარის ალექსანდრე რჟავნისი განცხადებით, სოფელ სპირგუსთან ახლოს 1941-45 წლებში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი შეურაცხყვეს.
მემორიალის უკანა მხარეს ღამით, საღებავით გაჩნდა წარწერა-“ ოკუპანტებო!“, მემორიალ;ის შესასვლელთან კი, სადაც გაკეთებულია წარწერა „ძმათა სასაფლაო“, პირველი სიტყვა საღებავით გადაშლილია.
ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულია 907 საბჭოთა ჯარისკაცი, რომლებიც 1944-45 წლებში მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ. მათი სახელები და გვარები 98 პლინტუსზეა ამოკვეთილი.