პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ გორის ოფისში დღეს, საზოგადოებრივი დარბაზი ამოქმედდა. დარბაზს სპორტსმენი თემურ ხუბულური უხელმძღვანელებს. როგორც კოალიციაში განმარტავენ, დარბაზში ყველა ის ადამიანი გაერთიანდა, ვინც წლების განმავლობაში სხვადასხვა სფერში გამოცდილება დააგროვა. „ქართული ოცნება“ კი, მათ რეკომენდაციებს გაიზიარებს.
„ჩვენ უპირველეს ყოვლისა, გვინდა ამ ადამიანების პოტენციალი გამოვიყენოთ, რომლებიც თავისი გამოცდილებით ფასდადებელ პრაქტიკას ფლობენ“, - განაცხადა გორში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა სოსო ვახტანგიშვილმა.
საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელის თემურ ხუბულურის განცხადებით, სააკაშვილმა ქვეყანა ორ ნაწილად გახლიჩა.
„მის მომხრეებად და დანარჩენ საზოგადოებად. მის მომხრებს ეპატიებათ ყველაფერი რაც არ უნდა ჩაიდონონ, დანარჩენ საზოგადოებას, მის მოწინააღმდეგებად თუ ჩათვლის, ქვეყნის მოღალატეები და ქვეყნის მტრები არიან“, - განაცხადა ხუბულურმა.