პოლიტიკურ კოალიცია „ქართული ოცნებაში“ უკანონო შემოწირულობის განხორციელებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 პირი გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯაარიმა.
სასამართლოს გადაწყვეტილება „ქართუ ბანკის“ 8 თანამშრომელს და კოალიცია „ქართული ოცნების“ 8 წარმომადგენელს შეეხო.
დაჯარიმდნენ: გოჩა ბარამიძე, გოჩა ჩიკვილაძე, დავით კაჭახიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ნატო კოპლატაძე, მაგდა მუშკუდიანი, ნინო უძლიაური, თეონა ჯახუტაშვილი, ინგა ჯავახია, დავით დარჩია, დავით მათიკაშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი, ირაკლი ბერაია, ნატო ხანდრავა, ია გამცემლიძე და დავით გალუაშვილი. კოალიციისთვის შეწირული თანხა კი, 100 ლარიდან 25 ათას ლარამდე მერყეობს.
„ქართუ ბანკის“ წარმომადგენლების ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა.