საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება გააცნო.
„ეს იყო პირდაპირი დარღვევა ყველა იმ ვალდებულების, რომელიც გააჩნდა რუსულ მხარეს იმ დროს, როგორც საერთაშორისო და მრავალმხრივ ფორმატში, ისე ორმხრივ ფორმატში საქართველოსთან“, - განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით დღეს ყველა აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს დიპლომატიურ კორპუსს და იგივეს გააკეთებენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ. სერგი კაპანაძე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ პუტინის განცხადებები შეაფასოს.
კაპანაძის ცნობით, დიპლომატიურ კორპუსს ინფორმაცია მიაწოდეს რუსეთის პრემიერის დმიტრი მედვედევის სამხრეთ ოსეთში ვიზიტის შესახებაც.
დიპლომატებს აგრეთვე გააცნეს ის განცხადებებიც, რომლებიც ქართულმა მხარემ მედვედევისა და პუტინის მისამართით გააკეთა.