რამდენიმე დღის წინ, დაიწყო დოკუმენტური ფილმის გადაღებები ცნობილ ტერმინატორსა და კალიფორნიის შტატის ექს-გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერზე.
როგორც ამბობენ, ფილმი ეკრანებზე 30 სექტემბრიდან გამოვა, ეს იქნება შვარცენეგერის ავტობიოგრაფიული ფილმი სახელწოდებით,- „გაიხსენე ყველაფერი“.
7აგვისტოს, არნოლდ შვარცენეგერი ამერიკული ტელეარხის CBS -ის გადამღებ ჯგუფთან ერთად თავის მშობლიურ ქალაქ გრაცში იმყოფებოდა, სადაც მთელი ფილმის შექმნაა დაგეგმილი.
პირველ რიგში გადაღებები ქალაქის კინოთეატრში გაიმართება. იქ, სადაც ამერიკელი „ტერმინატორი“ პირველად ეზიარა ამერიკულ კინემატოგრაფიას.