სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. 10:00-დან 17:00 საათამდე, დენი გაეთიშება ჩუღურეთის რაიონის ნაწილს, ნინოშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00-დან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და კალოუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00-დან 17:00 საათამდე - ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), კასპის, საბადურის და შავი ზღვის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10:00-დან 14:00 საათამდე გორგასალის და ნადიკვარის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქვესადგურში "ტაბახმელა" სარემონტო სამუშაოების გამო, 11:00-დან 15:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ სოფელ ტაბახმელას (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, ხოლო 10:00-დან 18:00 საათამდე გოგებაშვილის, ბაშალეიშვილის, გუნიას და რჩეულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება, ბენდელიანის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00-დან 17:00 საათამდე, ნუცუბიძის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. 10:00-დან 14:00 საათამდე კი დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს. კერძოდ, კოსტავას, რუსთაველის, წყნეთის, თევდორე მღვდლის და სტალინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქვესადგურში "მახათა", სარემონტო სამუშაოების გამო, 12:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის IV მიკრორაიონის IX, X, Xა, Xბ კვარტლების, XI მიკრორაიონის I, II კვარტლების მაცხოვრებლებს. ასევე გომარეთის, ახტალის, ბახმაროს, ჟღენტის, წერონისის, ლისაშვილის და რაჭის ქუჩების მაცხოვრებლებს.