„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთამ  აქცია „კურდღლების რბოლა“ გაიმართა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთამ აქცია „კურდღლების რბოლა“ გაიმართა

წითელ ხიდთან  აქცია „კურდღლების რბოლა“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამართეს. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მათ აქციით  2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სახელმწიფო მოხელეების წითელი ხიდის გავლით ქვეყნის დატოვება გააპროტესტეს.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოში საზღვრის გადაკვეთაში რამდენიმე სახელმწიფო მოხელე  დაადანაშაულეს და მათი პლაკატები წარმოადგინეს.

დღევანდელ აქციაზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პლაკატები  - „გაფრენილი მთავრობა“. „ქართული ოცნების“  ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის  ცოტნე ზურაბიანის განცხადებით,  დღევანდელი აქციის მიზანი სწორედ ასეთი ადამიანების ქმედებების დაგმობაა.

„მაშინ,  როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა,  სახელმწიფო მოხელეები ქვეყნიდან გარბოდნენ. ჩვენ არ გვჭირდება ასეთი მთავრობა და გვინდა, ვიხილოთ ისეთი ხელისუფლება, რომლისთვისაც სახელმწიფო მნიშვნელოვანი იქნება და პირველ ადგილას საკუთარი კეთილდღეობისთვის და სიცოცხლის გადარჩენისთვის არ იზრუნებს“, - განაცხადა ზურაბიანმა.

აქციაზე „კურდღლების რბოლა“ ახალგაზრდებმა სიმბოლურად კურდღლები გაუშვეს.