ქალაქი საქმიანი ქალბატონებისთვის

ქალაქი საქმიანი ქალბატონებისთვის

საუდიის არაბეთის ხელმძღვანელობა ახალი ქალაქის აშენებას აპირებს, რომელიც მხოლოდ საქმიანი ქალებისთვის იქნება განკუთვნილი.

Arabian Business-ის ინფორმაციით, ეს პროექტი მოიწონა მუნიციპალიტეტების და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პრინც მანსურ ბინ მიტებ ბინ აბდულაზიზმა.

ქალაქი ქვეყნის აღმოსავლეთით ელ-ჰუფუფის ტერიტორიაზე აშენდება.  ქალაქში იქნება ის საწარმოები, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ, აგრეთვე ფაბრიკები, რომელიც ქალების პროდუქციას უშვებს.

საუდიის არაბეთში ქალების უფლებები კანონმდებლობით ძალიან შეზღუდულია, განსაკუთრებით შარიათის მიხედვით. ქალებს ავტომობილების ტარება და მამაკაცის გარეშე საზოგადოებაში გამოჩენა ეკრძალებათ. პირველად წელს ოლიმპიადაზე დართეს ქალებს უფლება, მონაწილეობა მიეღოთ თამაშებში.

წელს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ქალების 65%-მა გამოთქვა სურვილი ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეს, და კარიერაში წარმატებას მიაღწიოს.