„თქვენ ხომ ქართველები ხართ, წყალსაც წავუღივართ!“ -ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ერთ-ერთი რუსული სააგენტო, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს და ოთხი წლის შემდგომ ამბებს ეძღვნება. „რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებამ სამხრეთ ოსეთთან ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებაში მძაფრი რეაქცია გამოიწვია. თბილისში დაასკვნეს, რომ ამჯერად საკითხი-ვინ არის 2008 წლის სისხლისღვრაში დამნაშავე, შეიძლება დახურულად ჩაითვალოს. სწორი პასუხია-რუსეთი და კონკრეტულად პუტინი“,-წერს სააგნეტო.
„ფილმში „8 აგვისტო, 2008 წელი. დაკარგული დღე“ თავისებური ინტერპრეტირებას უკეთებს მაშინდელ მოვლენებს. პუტინმა არ უარჰყო, რომ იცოდა ამ ფილმის არსებობის შესახებ და როდესაც დაისვა საკითხი ომის დაწყების შესახებ პუტინმა განაცხადა, რომ ჩვენ მზად ვიყავით და თანაც, რამდენიმე ხნის წინო. პუტინმა დაადასტურა, რომ ის ნამდვილად რეკავდა კრემლში 7 და 8 აგვისტოს და მედვედევს და გენშტაბის უფროს სერდიუკოვს ეკლაპარაკებოდა.
მედვედევი, რომელსაც არ სურდა „საქართველოს დამარცხების ლავრის“ დაკარგვა, აცხადებდა, რომ მან პუტინისგან დამოუკიდებლად მიიღო ომის დაწყების გადაწყვეტილება.
გენერლებზე, კი რომლებმაც ის მერყეობასა და სიმხდალეში დაადანაშაულეს და ფილმში განაცხადეს, რომ მხოლოდ პუტინის ზარის შემდეგ გახდა ოსეთში სამხედრო ოპერაციების დაწყების შესაძლებლობა, მედვედევმა განაცხადა: „მათ ან არ იციან, ან შეგნებულად ტყუიან“-წერს სააგენტო.
სააგენტოს აზრით, ქართულმა მხარემ პუტინ-მედვედევის-კრემლის კოშკების დატაკებაზე ყურადღება არ გაამახვილა, სამაგიეროდ ყურადღება დაუთმო მარტო პუტინის სიტყვებს. ქართული მხარის კომენტატორებმა ყურს იქით გაუშვეს პუტინის განცხადების კიდევ ერთი ფრაზა- როდესაც ის 2006-07 წლის წინასწარ შემუშავებული ომის გეგმებზე საუბრობს, აღნიშნავს, რომ ეს „ქართული აგრესიის გამოხატულების“ შედეგად მოხდა.
„პრეზიდენტმა სააკაშვილმა, 2008 წლის აგრესიისადმი მიძღვნილი ღონისძიების დამთავრებისას ემოციები ვეღარ შეიკავა. „მაშინ, როდესაც ეს ადამიანი გამოდის ამბობს, რომ ეს მე გავაკეთე და ის ამით ამაყობს, არსებობენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც გაურკვევლობას თესენ და ერთიდაიგივე კითხვას სვამენ, იდიოტის გარდა ამ შეკითხვას არავინ დასვამს - ვინ დაიწყო ეს ომი?
გამოსვლის დამთავრებისას კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებს შეუძახა: „შეიძლება თქვენ არ მოგწონდეთ ეს მთავრობა და სააკაშვილი, მაგრამ წყალსაც წავუღივარ მეც და ყველაც, არ უნდა იყოს განსხვავება თქვენსა და პუტინს შორის? ის პუტინია, თქვენ კი ქართველები ხართ!“,-წერს სააგენტო.
სააგენტო ეხმაურება უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის გიგა ბოკერიას განცხადებასაც.
„გიგა ბოკერია თვლის, რომ პუტინის „ღია და თავხედური“ აღიარება „ყურადღებას იმსახურებს“. ასეთი დეტალური აღწერა, რომ 2006 წელს არსებობდა გეგმა, რომელიც პირადად პუტინის მიერ იყო დამტკიცებული და რომლის მიხედვითაც ისინი ცხინვალის რეჟიმის კრიმინალურ დაჯგუფებებს ამზადებდნენ, აქამადე არ ყოფილა. პარადოქსულია, რომ დღესაც ზოგიერთი ინერციის მიხედვით კამათობს იმაზე, ვინ იყო აგრესორი“,-აღნიშნავს ინტერნეტ-გამოცემა.
სააგენტოს აზრით, კი ყველაზე ორიგანალური გამონათქვამი ტრადიციულად ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შლვა ნათელაშვილს ჰქონდა. მისი აზრით ომი ცხინვალში სააკაშვილმა...ივანშვილის ფულებით დაიწყო. „ამრიგად, ოკუპაციის თანაავტორი გახლავთ სააკაშვილ-ივანიშვილის დანაშაულებრივ-რეპრესიული რეჟიმი, რომელიც იმართება ყველაზე რეაქციული სამხედრო-პოლიტიკურიამერიკული წრეებისგან“,-აცხადებს ნათელაშვილი.