ჟურნალი Maxim-ის ვერსიით 2012 წლის ყველაზე სექსუალური ქალბატონი ებრაელი სუპერმოდელი ბარ რაფაელი გახდა. მან მიიღო მონაწილეობა თამამ ფოტოსესიაში, რომელსაც მკითხველი ჟურნალის სექტემბრის ნომერში იხილავს. რაფაელისთვის ეს არ არის პირველი მსგავსი წოდება, სუპერმოდელი არაერთხელ მოხვედრილა, საუკეთესო ქალბატონების რეიტინგის წამყვან პოზიციებზე.
თავად რაფაელი აღნიშნავს, რომ თავს პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალბატონად არ მიიჩნევს. „რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, მაგრამ სულ მგონია, რომ რაღაც შეცდომა მოხდა და სადაცაა დამირეკავენ, რომ ეს გამოასწორონ“-ამბობს რაფაელი.
მოდელმა ჟურნალს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც მამაკაცებზე გულახდილად ისაუბრა, სუპერმოდელი ამბობს, რომ ყველაზე დიდ ყურადღებას მათ ქცევებს აქცევს. „მამაკაცს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი იუმორის გრძნობა და ლამაზი ღიმილი, ამან შეიძლება მისი ბევრი ნაკლი უმნიშვნელოდ გამოაჩინოს. ლამაზი კბილები, მათ ყველაზე მეტად უხდებათ, ეს არის პირველი რასაც მე მათ გარეგნობაში ვამჩნევ“-ამბობს სუპერმოდელი.
Maxim-ის რეიტინგის მიხედვით წლის ყველაზე სექსუალური ქალების ათეული ასე გამოიყურება: ბარ რაფაელი, ოლივია მანი, მილა კუნისი, კეიტ პერი, ოლივია ვაილიდი, ჯენიფერ ლოპესი, ემა სთოუნი, მეგან ფოქსი, მალინ აკემანი და ედრიან პალიკი.