ტონგას ნაპირებთან, ოკეანიის სახელმწიფოში  ძველი გემის გადარჩენილი ნაწილები აღმოაჩინეს

ტონგას ნაპირებთან, ოკეანიის სახელმწიფოში ძველი გემის გადარჩენილი ნაწილები აღმოაჩინეს

ეს გახლავთ ბრიტანეთის სამეფოს გემი „პორტ-ო -პრენსი“, რომელიც ტონგას ნაპოირებთან 1806 წელს ჩაიძირა. გემი დრაივერმა ტევიტ მოალამ აღმოაჩინა, ხოლოს ნარჩენები ადგილობრივი კურორტის მფლობელმა დერენ რაისმა ნახა.  რაისმა თავდაპირველად განაცხადა, რომ გემი კუნძულ ჰაანოსთან აღმოაჩინეს, თუმცა The New Zealand Herald-ის ინფორმაციით, გემი სინამდვილეში კუნძულ ფოასთანაა აღმოჩენილი.

ტონგას სახელმწიფოს წარმომადგენლის სანდრა ფიფიტას განცხადებით, გემზე სიმდიდრეა აღმჩენილი. „არის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ნაკეთობები“,-აცხადებს ფიფიტა.

დრაივერი მოალა და კურორტის მფლობელი რაისი გემის და მასზე არსებული ძვირფასეულობის დაპატენტებას შეეცდებიან. პროცესი წლის ბოლომდე გაიწელება, რადგან ამ დროს, ხშირი შტორმების გამო, ექსპედიცია ზღვაში ვერ გავა.  

გემი „პორტ-ო პრენსი“ ფრანგული წარმოშობისაა, თუმცა ბრიტანულ კორსარებთან ის მე-19 საუკუნის დასაწყისში მოხვდა. ორი წლის განმავლობაში ამ გემით პერუს სანაპიროებთან ბრიტანელები თავს ესხმოდნენ ესპანურ გემებს. შემდეგ კი „პორტ-ო პრენსი“ ოკეანიის კუნძულებისკენ გაემართა. ეკიპაჟი ვეშაპებზე ნადირობას გეგმავდა.

გემი როგორც კი მიადგა ტონგას ნაპირებს, მას ადგილობრივი ტომი ბელად ფინაუ ულუკალალის ხელმძღვანელობით თავს დაესხა. ტონგანელებმა ეკიპაჟის ყევლა წევრი დახოცეს, ცოცხალი მხოლოდ ოთხი აამიანი გადარჩა, გემიდან ყველა რკინის ნივთი წაიღეს, გემი კიძვირფასეულობასთან ერთად, ჩაძირეს.