სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ამ წელს მესამე პრემიერმინისტრი დანიშნა. Reuters-ის ინფორმაციით ეს გახლავთ ვაელ ალ-ჰალკი, რომელიც დაბადებულია დარაში 1964 წელს და რომელსაც ადრე ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.
სირიის პრემიერმინისტრის პოსტი 2003-2011 წლებში ნაჯი ოტრის ეკავა. მას შემდეგ, რაც 2012 წლიდან სირიაში არეულობა დაიწყო, ორტი ჯერ ადელ საფარიმ შეცვალა, რომელიც ასადმა ქვეყანაში არეულობის დაწყებისთანავე გადააყენა. საფარის შემდეგ პრემიერის პოსტი რიად ხიჯაბს ეკავა, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმს გადაუდგა და იორდანიაში გაიქცა.
მიუხედავად „ხმამაღალი დასახელებისა“, პრემიერმინისტრს ქვეყანაში დიდი უფლებები არ გააჩნია. ძირითად გადაწყვეტილებას პრეზიდენტი და მისი ახლო ნათესავები იღებენ.