ამერიკული ორგანიზაცია „Penn Schoen Berland“-ის მიერ მიმდინარე წლის ივლისში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო „Radisson Blu Iveria“-ში დღეს გაიმართა პროცენტული მაჩვენებელი პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა.
კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას - 42%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 41% , „ქრისტიან-დემოკრატებს“4% , „ლეიბორისტულ პარტიას“ 3% , „ახალ მემარჯვენეებს“ 1% დაუჭერდა მხარს.
კვლევის შედეგები „Penn Schoen Berland“-ის კვლევის ცენტრის დირექტორმა კრეგ სმიტმა წარმოადგინა.