ესპანურმა პოლიციამ ერთი თურქი და ორი ჩეჩენი ეროვნების მამაკაცი დღეს დააკავა. დაკავება ესპანეთის სამხრეთ პროვინცია კადისში განხორციელდა. დაკავებულებს ასაფეთქებელი ნივთიერებების და საწამლავის მარაგი აღმოუჩინეს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ესპანეთის პოლიციამ ალ-ქაიდას წევრები ფაქტით დააკავა.
2004 წლის შემდგ, რაც ალ-ქაიდამ ესპანეთის რკინიგზაზე ტერორისტული აქტი განახორციელა, რომლის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა, პერიოდულად ხდებოდა ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკავება.