"თავისუფალი საქართველო"-სათვის ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება გეგმავს პარტიის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობას და ლიდერების დაპატიმრებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატი რამინ პაპიძე და პარტია“თავისუფალი საქართველო“-ს პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე ავრცელებს
მათთვის ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება გეგმავს პარტიის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობას. კერძოდ, შსს-ს დავალებით სპეც-სამსახურების ყოფილი თანამშრომლები იოსებ ბერიძე და რეზო ჩანტლაძე საზოგადოებაში ავრცელებენ ხმებს, რომ თითქოს მოქმედებენ კახა კუკავას დავალებით და მოსახლეობას აწვდიან ცრუ ინფორმას, რომ მალე საქართველოში პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერის ხელშეწყობით შემოიჭრება რუსეთის შეიარაღებული ძალები.
“როგორც ჩანს, ხელისუფლების გეგმა ძალიან წააგავს გახმაურებულ ყინწვისის საქმეს, როდესაც სამართალდამცავებმა გამოგონილი „შეთქმულების“ და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით „ეროვნულ - სარწმუნოებრივი მოძრაობის“ 24 წევრი დააკავეს.”-აცხადებს ომანიძე.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს საზოგადოებას, არ აყვეს ხელისუფლების დაგეგმილ პროვოკაციას და სხვა მსგავს ზემოთხსენებული ფაქტების შესახებ, მიაწოდონ ინფორმაცია პარტიის ცენტრალურ, რეგიონულ ან რაიონულ ოფისებს.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ ემიჯნება გავრცელებულ ინფორმაციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის საქართველოში მოქმედი რეჟიმის შესაცვლელად ერთადერთ ლეგიტიმური გზა მხოლოდ არჩევნებია და თუ კი მოითხოვს აუცილებლობა რეჟიმის სხვა გზით შესაცვლას ამ უფლების მონოპოლია მხოლოდ ქართველ ხალხს გააჩნია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარტია მოითხოვს აჭარის პროკურატურისაგან გამოძიების დაუყოვლებლივ დაწყებას და იმ პირების დაკითხვას, ვინც ფიგურირებენ აღნიშნულ საქმეში. „თავისუფალი საქართველო“ ასევე მზად არის მიაწოდოს გამოძიებას მის ხელთ არსებული სხვა დამატებითი ინფორმაცია.