ჭაბუა ამირეჯიბი  საზოგადოებას წერილით მიმართავს

ჭაბუა ამირეჯიბი საზოგადოებას წერილით მიმართავს

ჭაბუა ამირეჯიბი საზოგადოებას წერილით მიმართავს. წერილში ჭაბუა ამირეჯიბი უცხოეთსა და საქართველოში მცხოვრებ შეძლებულ მოქალაქეებს მოუწოდებს , ჩაერთონ ხვალისთვის დაგეგმილ აუქციონში, შეისყიდონ და მფლობელობაში დაუბრუნონ ბინები იმ ოჯახებს, რომელთაც საცხოვრებელი ფართი "ქართული ოცნების" ფონდში თანხის ჩარიცხვის გამო ჩამოართვეს.

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პარასკევს, 3 აგვისტოს გაიმართება საჯარო აუქციონი, რომელზეც გასაყიდად გამოიტანენ იმ ქართველ მოქალაქეთა ბინებს, ვინც თანხა ჩარიცხა "ქართული ოცნების" ფონდში. მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში მცხოვრებ შეძლებულ მოქალაქეებს, შეისყიდოთ და მფლობელობელებს დაუბრუნოთ ეს ბინები. ვინც ჩემ თხოვნას დადებითად გამოეხმაურება, იგი არა მარტო უსახლკაროებისა და ახალი სახის ტერორისაგან იხსნის 6 ოჯახს, არამედ დიდი ზნეობრივ საქმესაც აღასრულებს თავისი საქციელით. ქართველებო, ღმერთი არ ივიწყებს სიკეთეს", - ნათქვამია ჭაბუა ამირეჯიბის წერილში.