პარტია "თავისუფალმა საქართველომ", "ტრადიციონალისტთა კავშირმა" და მოძრაობა "თეთრებმა" იმერეთის 5 საარჩევნო ოლქში ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.
ქუთაისი - თემურ შაშიაშვილი; ამავე ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძეა.“ახალი მემარჯვენეების“ კანდიდატი კი მამუკა მღვდელაძე იქნება. სახელისუფლებო პარტიდან მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში გოჩა თევდორაძეა. ხარაგაული - გია ყრუაშვილი; ცნობილია რომ „ქართულ ოცნების“ კანდიდატი ხარაგაულში ნოდარ ებანოიძე იქნება. ჯერ-ჯერობით უცნობია სხვა პოლიტიკური პარტიების კანდიდატები, თუმცა, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხარაგაულში იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსს მამუკა ჭყოიძეს წარადგენს.
ჭიათურა - თემურ ჯაფარიძე; ჭიათურაში მაჟორიტარობის კანდიდატი ამჟამად მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს წარდგენილი. კოალიციის კანდიდატი მალხაზ წერეთელი იქნება.
ბაღდათი - იაგო გულებაძე; „ქართულ ოცნებას“ ამ ოლქში არჩილ კბილაშვილი ჰყავს წარდგენილი, ხოლო სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი კვლავ თემურ კოხოძე იქნება, რომელიც ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტის დეპუტატის სწორედ ბაღდათის ოლქიდან გახდა.
თერჯოლა - იაზონ აბულაძე. „ქართული ოცნების“ კანდიდატი თერჯოლაში ომარ ნიშნიანიძეა. „ახალ მემარჯვენემა“ ამ ოლქში ამირან სოფრომაძე წარადგინეს.
„თავისუფალი საქართველო“, ტრადიციონალისტთა კავშირი და „თეთრები“, კანდიდატების წარდგენის მიუხედავად, აღნიშნავენ, რომ მათი შეთავაზება დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, კვლავაც ძალაშია.