კახა კუკავა: არჩევნების ჩატარებისთვის პირველი ოქტომბერი, არც სტანდარტს და არც ტრადიციას არ შეესაბამება

კახა კუკავა: არჩევნების ჩატარებისთვის პირველი ოქტომბერი, არც სტანდარტს და არც ტრადიციას არ შეესაბამება

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნების ჩატარებისთვის პირველი ოქტომბერი,  არც სტანდარტს და არც ტრადიციას არ შეესაბამება.

კუკავას განცხადებით,  ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად, არ არსებობს და  ფაქტიურად,  რეპრესიული რეჟიმია დამკვიდრებული.

„ბარემ 15 აგვისტო დაენიშნათ და ის იქნებოდა. ამ ქვეყანაში ყოველთვის ტრადიცია იყო,  რომ არჩევნები ოქტომბრის ბოლოს,  ნოემბრის დასაწყისში ტარდებოდა და საარჩევნო კამპანია  სექტემბერში იწყებოდა.  ახლა,  საარჩევნო კამპანია,  როდის უნდა ჩატარდეს?  ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი თვითონ ამტკიცებს, რომ ახლა ტურისტული საზღვაო  სეზონია და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანში  საზღვაო სეზონზე საარჩევნო კამპანია არ ტარდება“, - განაცხადა კუკავამ.

რაც შეეხება,  „თავისუფალი საქართველოს“ მზადყოფნას არჩევნებისთვის კუკავა აცხადებს, რომ ისინი შეძლებისდაგვარად ხვდებიან არჩევნებს.

„დღეს, როცა მილიარდელები  ერთმანეთს ებრძვიან, ჩვენ რა თქმა უნდა,  ისეთი  მომზადებულნი ვერ ვართ.  ანტენებითა და ჯიპებით არ ვართ განებივრებულნი, თუმცა  ჩვენ გვყავს ხალხი,  რომელსაც  საქართველოს უკეთესი მომავლის სჯერა და შესაბამისად, ჩვენ ამ ხალხის გვჯერა“, - განაცხადა კუკავამ.