ცესკომ   დამკვირვებლების განაცხადის მიღება დაიწყო

ცესკომ დამკვირვებლების განაცხადის მიღება დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეიდან იმ ორგანიზაციების განაცხადების მიღებას იწყებს, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესს და 1-ელ ოქტომბერს ხმის მიცემის პროცედურას დააკვირდებიან.

ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ ანასაშვილის განცხადებით, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს განაცხადების შეტანის ვადა 21 სექტემბრამდე აქვთ. მისივე თქმით, ის ორგანიზაცია, რომელიც საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების სურვილს გამოთქვამს, ერთი წლით ადრე მაინც იყოს დარეგისტრირებული.