პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, სასურველი იქნებოდა, თუ საარჩევნო კამპანია მაშინ დაიწყებოდა, როდესაც რუსეთი თავის სამხედრო ძალების წვრთნებს დაამთავრებდა.
ცისკარიშვილის განცხადებით, ეს ფაქტი შესაძლოა, ახალი სპეკულაციის საგანი გახდეს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ნების შემთხვევაში, ეს ფაქტი შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის და შესაბამისად, არჩევნების თარიღის გადადებისთვის იქნას გამოყენებული.
„რა საკვირველია, ყოველი დღე არჩევნებამდე ხელისუფლებისთვის საკმაოდ სერიოზული დატვირთვის და სერიოზული ხარჯის მომტანია. უამრავი პირობა იდება, ამა თუ იმ გამგეობის ანგარიშების საბიუჯეტო თანხებით გაჯერება ხდება და როგორც ჩანს, არის მზაობა იმისა, რაც მოხდება მოხდეს დაე, ეს იყოს პირველ ოქტომბერს და არა ორი ან სამი კვირით უფრო გვიან. არ აქვს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ სასურველი იქნებოდა საარჩევნო კამპანია მაშინ დაწყებულიყო, როდესაც რუსეთი თავის სამხედრო ძალის ვარჯიშს დაამთავრებდა. ეს ფაქტი შესაძლოა, ახალი სპეკულაციის საგანი გახდეს. თუ იქნება შესაბამისი ნება ხელისუფლებისა შესაძლოა, ეს ფატი გამოყენებული იქნას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვისაც და შესაბამისად, არჩევნების თარიღის გადადებისთვის. იქნება თუ არა ასეთი ტიპის თანამშრომლობა პუტინსა და სააკაშვილს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.