BBC-ის ინფორმაციით, ივლისის თვის მონაცემების მიხედვით, მრწეველობა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეცემა.
კიდევ უფრო შემაშფოთებელია ამერიკის მართვის ინსტიტუტის მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ მრეწველობა მსოფლიოში უკვე მეორე თვეა ზედიზედ ქვედა ნიშნულზე ჩადის. ბიზნესის ინდექსმა ევროპის ქვეყნებში 44-ს მიაღწეია, მაშინ როცა 50-ს ქვემოთ ნიშნული ეკონომიკისა და მრეწველობის შემაფერხებლის მაჩვენებელია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებში ევროპის ლოკომოტივს-გერმანიას გააჩნია.
განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით კლებულობს მრეწველობა ევროკავშირის ქვეყნებში, შემდეგ მოდის ამერიკა და ჩინეთი. ბიზნესისი მაჩვენებელმა გასულ თვეებთან შედარებით ჩინეთში ისევ ჩამოიწია და 48,4 პუნქტი შეადგინა.