ბაქრაძე დავით ბეჟუაშვილს, კობა ნაყოფიას და კახა ოქრიაშვილს მაჟორიტარებად წარადგენს

ბაქრაძე დავით ბეჟუაშვილს, კობა ნაყოფიას და კახა ოქრიაშვილს მაჟორიტარებად წარადგენს

დავით ბაქრაძე 2 აგვისტოს სამ მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს.

წინასწარი ინფორმაციით, ბაქრაძე თეთრიწყაროს, ბოლნისს და დმანისს ესტუმრება და ამ რაიონებში მაჟორიტარებს დაასახელებს.

 თეთრიწყაროს რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ დავით ბეჟუაშვილი იქნება. ის სამი მოწვევის პარლამენტის წევრია, მანამდე კი ს/ს "საქგაზის"; გენერალური დირექტორი  იყო.

პარლამენტის თავმჯდომარე ბოლნისში მაჟორიტარად მილიონერ დეპუტატს კობა ნაყოფიას დაასახელებს.

ნაყოფიას დეპუტატობამდე რუსეთში სხვადასხვა სამსახურში აქვს ნამუშევარი. კერძოდ, ნაყოფია იყო: ფირმა "ზოლოტოე რუნოს“ გენერალური დირექტორი, ფირმა "შტორმის" (ქ. ორიოლი, ქ. მოსკოვი) გენერალური დირექტორი, კომპანია "ინვესტმენტ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი; კომპანია "ორლოვსკაია პრომიშლენნაია კომპანიას"(ქ. ორიოლი), დირექტორთა საბჭოს წევრი და კომპანია "პრომიშლენნი ინვესტორის" (ქ. მოსკოვი) ვიცეპრეზიდენტი.

ნაყოფია 2004 – 2008 წლებში სს "მადნეულის" გენერალური დირექტორი იყო, 2006 – 2008 – შპს "კვარციტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2007 – 2008 – შპს "ზარაფხანა დეველოპმენტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ნაყოფიამ საზოგადოებას თავი იმით დაამახსოვრა, რომ ის არის ფილმის- „აგვისტოს 5 დღის“ მთავარი დამფინანსებელი.

 რაც შეხება დმანისს, დავით ბაქრაძე ამ რაიონში დეპუტატად ისევ კახა ოქრიაშვილს წარადგენს. ის მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრია.

კახა ოქრიაშვილი პარლამენტში მოხვედრამდე  დმანისის რაიონულ საავადმყოფოში მეან-გინეკოლოგად მუშაობდა, შემდეგ კი შ.პ.ს. "PSP –ს  გენერალური დირექტორი იყო.