23-27 ივლისს კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელთა შეხვედრები გაიმართა გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრიასა და პოლონეთში.
კოალიციის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ თედო ჯაფარიძე, ვიქტორ დოლიძე და დავით ზალკალიანი.
თედო ჯაფარიძე ლონდონში ბრიტანული გამოცემების ,,თაიმსის” და ,ინდეფენდენტის” ჟურნალისტებთან, ჟურნალ „ეკონომისტის“ რედაქტორის მოადგილე ედუარდ ლუკასთან, ბრიტანეთის ,,ჩეთემ ჰაუსუს” საქართველოზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრები . გაიმართა ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორ ლორი ბრისტოუთან და პარლამენტის წევრ დენის მაკშეინთან, რომელიც საქართველოს საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფს ხელმძღვანელობს.
ვენაში თედო ჯაფარიძის და დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართეს ეუთო-ს გენერალურ მდივან ლამბერტო ზანიერისთან და ეუთო-ს კონფლიქტების აღმოფხვრის ცენტრის დირექტორ ადამ კობერაცკისთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე ელჩ ო’ლირისთან და ეუთო-ში აშშ-ს ელჩ იან კელისთან. დელეგაციამ ასევე გამართა შეხვედრა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჰაიდემარია გიურერთან.
კოალიციის შეხვედრები გაგრძელდა ვარშავაში, სადაც თედო ჯაფარიძე და ვიქტორ დოლიძე პოლონეთის პარლამენტის წევრ ტადეუშ ივინსკის და მიხატ სჟებას, ფონდ ,,სოლიდარობის” ვიცე-პრეზიდენტ მარსინ მოჟიეჩოვსკის, ეუთო-ს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს დირექტორს იანეშ ლენარჩიჩს შეხვდნენ.
შეხვედრები გაიმართა ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში და პოლონეთის მედიის წარმომადგენლებთან.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებით, ყველა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში შექმნილ წინასაარჩევნო სიტუაციას და კოალიცია ,,ქართული ოცნების” საგარეო თუ საშინაო პრიორიტეტებს.
განსაკუთრებით გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ეს არჩევნები გზაჯვარედინია საქართველოსთვის და ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება არჩევნები.