მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტისას დაღუპული 47 ადამიანის ოჯახისა და 110 დაზარალებულითვის „ალ-ქაიდას“, „თალიბანისა“ და ირანის ხელისუფლებისგან 6 მილიარდი დოლარის კომპენსაციის გადახდა მოითხოვა.
პირველი სარჩელი 2011 წელს იქნა შეტანილი, რომლის თანახმადაც, ტერაქტის მონაწილენი, ტერორისტული ორგანიზაციის წევრები დამნაშავედ იქნენ ცნობილნი. სასამართლომ დაადგინა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს ირანის ხელისუფლება ეხმარებოდა.
სასამართლოსვე გადაწყვეტილებით, ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ჰომეინმა იცოდა მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ, თუმცა მის შესაჩერებლად არაფერი იღონა. გარდა ამისა, ირანის ხელისუფლების დახმარებით, „ალ-ქაიდას“ ტერორისტები თეირანში იმალებოდნენ.
ირანი თავის მონაწილეობას გამორიცხავს 11 სექტემბრის ტერაქტში. ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ ახმედინეჯადის განცხადებით კი, ტერაქტი არა ტერორისტების, არამედ ამერიკელების მიერ იყო მოწყობილი.
2001 წლის 11 სექტემბერს 19 კაცისგან შემდგარმა ოთხმა ტერორისტულმა ჯგუფმა, ხელში ჩაიგდო ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი. ორი მათგანი ცნობილ მანჰეტენის სავაჭრო ცენტრს შეეჯახა, ერთი თვითმფრინავის მგზავრება შეძლეს თვითმფრინავის სამართავი პულტი ტერორისტების წაერთვათ და თვითმფრინავი ქალაქ შენკსვილთან ჩამოვარდა, მეოთხე ლაინერს კი გეზი პენტაგონისკენ ჰქონდა აღებული.
19 ტერორისტის გარდა, ტერაქტის შედეგად დაიღუპა 2977 ადამიანი, დაახლოებით 24 უგზოუკვლოდაა დაკარგული, დაშავდა ასობით ადამიანი.