31 აგვისტოს ყველა პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი და პარტიული სია იქნება ცნობილი

31 აგვისტოს ყველა პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი და პარტიული სია იქნება ცნობილი

31 აგვისტოს ყველა პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი და პარტიული სია იქნება ცნობილი. 31 აგვისტოს, საღამოს 6 საათზე იწურება დრო, როდესაც პარტიებმა ცესკოში სიები უნდა წარადგინონ.

კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა მაჟორიტარი კანდიდატები და პარტიული სიები არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღის ვადაში უნდა წარადგინონ.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს და ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.

თითოეულ ოლქში თითოეულმა პარტიამ, ბლოკმა თუ საინიციატივო ჯგუფმა თითო კანდიდატი უნდა წარადგინოს.

პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. აკრძალვა არის ის, რომ დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ სქესთა შორის ბალანსის დაცვაზე, დამატებითი დაფინანსებაა.

საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს დაინიშნა.