ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს, რომ დღეიდან ~ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~ წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი, თანასწორი და დემოკრატიული არჩევნების მაგალითი იქნება.
~ჩვენი ამომრჩეველი მხარს ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარების კურსს დაუჭერს“, – აღნიშნა თაქთაქიშვილმა და დაამატა, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ის ძირითადი პროგრამა, რომელიც პარტიას აქვს თითოეულ მოქალაქემდე მიიტანოს.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს დაინიშნა.